გადაწყვეტა

ჩვენ ვთავაზობთ არა მხოლოდ ერთ სტუდენტზე მორგებულ ანატომიის სწავლის პრობლემის გადაჭრას, არამედ უნივერსიტეტებში და საავადმყოფოებში არსებულ ანატომიის შესწავლის პრობლემას. ჩვენი მრავალფეროვანი შეთავაზებები მოიცავს დამოუკიდებლად შესწავლის მიმართულებას, გადმოცემის ინსტრუმენტების ნაკრებს და პაციენტების განათლებას. გაწევრიანდით ჩვენს მსოფლიო ინოვაციური განათლების საზოგადოებაში და დააჩქარეთ ანატომიის შესწავლის და სწავლის პროცესი სამედიცინო და ჯანდაცვის განათლებაში.

სტუმრები

სტუმრების წვდომის ფუნქცია ყველასთვის უფასოა და უფასო იქნება სამუდამოდ! იგი მოიცავს ჩონჩხის სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ყველა 3D მოდელს. ადამიანის ‘მოქმედების’ მოდულში შემავალი სახსრებისა და ძვლების ანიმაციები ასევე უფასოა! სრული ვერსიის აქტივაცია განბლოკავს სხეულის ყველა სისტემას, მიკროსკოპულ ანატომიას, სხეულის ანიმაციებს და სხვა მრავალ შესაძლებლობას თუ ფუნქციას. სტუმრების ფუნქციით ასევე შეგიძლიათ შეუერთდეთ დისტანციური ლექციებს.

სტუდენტები

სწავლის მიღების გზა, საკმაოდ ხშირად, არ არის დამაკმაყოფილებელი. მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლის მეთოდიდან მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლის მეთოდზე გადასვლა, როგორც ჩანს, აუცილებელია. შეისწავლეთ ანატომია ყველაზე ჩამთრევი და ინტერაქტიული გზით 3D Organon– ით და განავითარეთ თქვენი დამოუკიდებლობა. სტუდენტებს აქვთ წვდომა 3D მოდელების, სურათების, ანიმაციების, განმსაზღვრელი შეფასებებისა და აღწერის ბაზაზე, საგანმანათლებლო დაწესებულებში ან უბრალოდ სახლში. შეამოწმეთ თქვენი ცოდნა ჩვენი კლინიკური ანატომიის ინტერაქტიული ქვიზის კითხვებით.

მასწავლებები

რატომ არ გსურთ გახდეთ ეფექტური მასწავლებელი, რომელიც ახერხებს სწავლის გამარტივებას დიდი ძალისხმევის გარეშე? დანერგეთ 3D Organon-ი თქვენს ანატომიის კლასში და წარმოაჩინეთ ადამიანის სხეულის სრული სიგანე და სიღრმე, ისე როგორც არასდროს. თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ შექმნათ და წაიყვანოთ მრავალ მომხმარებლიანი ონლაინ ლექციები, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ მონაწილეობის მიიღება პირდაპირ ეთერში სხვადასხვა მოწყობილობებიდან.

პროფესიონალები

იცოდით რომ პაციენტთა 60% -ზე მეტს არ ესმის ფუნდამენტური ინფორმაცია მათი მკურნალობის გეგმის შესახებ? კვლევის საფუძველზე, 44% -მა არც კი იცის მათი მკურნალობის პროცესის ზუსტი ხასიათი. ჯანდაცვის პროფესიონალებს შეუძლიათ ადვილად აჩვენონ საჭირო ანატომია 3D Organon– ით, რათა გაზარდონ პაციენტების განათლება და გააუმჯობესონ მკურნალობის შედეგები.

ინსტიტუტები

რატომ უნდა ჩამორჩეთ უკან? შემოუერთდით განათლების რევოლუციას და მოუპოვეთ უპირატესობა თქვენს დაწესებულებას. მიეცით პრესტიჟი და აღიარება თქვენს კურსებს. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ შექმნათ ახალი სასწავლო ეკოსისტემა, რომელიც შექმნილია მოსწავლეთა ამჟამინდელი თაობისთვის. კამპუსში, დისტანციურად ან ჰიბრიდული გზით გსურთ ლექციების წარმართვა? ჩვენ გვაქვს თქვენთვის შეთავაზებები.

XR გამოცდილება

3D Organon-ი მსოფლიოში პირველი ანატომიური აპლიკაციაა, რომელმაც მხარი დაუჭირა ვირტუალური რეალობის მოწყობილობების ფორმატს . ჩვენ მოვიცავთ ყველა უახლეს ტექნოლოგიას დრ ეკოსისტემაში. ისარგებლეთ შესწავლის და სწავლების ჩამთრევი ტექნოლოგიების უპირატესობებით. გამოიყენეთ ვირტუალური, აუგმენტური, შერეული რეალობა და გაზარდეთ თქვენი მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა. გადმოეცით ანატომია სწავლების ყველაზე ჩამთრევი და ინტერაქტიული მეთოდით.

ვირტუალური რეალობა | VR

ხელმისაწვდომი ვრ მოწყობილობების გამოგონებამ წარმოშვა მსოფლიოში პირველი ვრ ანატომიის პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაცია. 3D Organon VR Anatomy აძლიერებს ანატომიის სწავლებას და უმზადებს ბაზას სტუდენტებს გახდნენ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები. სხეულის რეალისტური სტრუქტურებისა და ორგანოების ნავიგაცია 3D მასტიმულირებელ სივრცეში სრულიად იპყრობს ყურადღებას და ტოვებს მოწყენილობის ფაქტორს საკლასო ოთახის გარეთ. ვირტუალური რეალობის ფორმატში ჩაძირვის მაღალი ხარისხის გამო, ინფორმაციის მიღება ხდება ადვილად, რადგან მომხმარებლები ქმნიან სივრცით ცნობიერებას და მეხსიერების ძლიერ ანაბეჭდებს, რაც იწვევს ინფორმაციის გრძელვადიან შენახვას. ვრ ანატომიას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც იყენებენ შერეულ სასწავლო პროგრამას და სტუდენტებისთვის, რომლებსაც სიამოვნებთ მსგავსი თანამედროვე მეთოდებით შესწავლა. ვრ ტექნოლოგიას განათლებაში აქვს პოტენციალი შეცვალოს ჩვენი სწავლისა და სწავლების გზა. ტექნოლოგიის დინამიური სწავლების მეთოდის ხელშეწყობით, ძნელად მოსაპოვებელი ცოდნის შეძენა გარდაიქმნება, მარტივ და მნიშვნელოვან აღმოჩენად.

შერეული რეალობა | MR

გზა მიეცით თქვენს შემოქმედებას სწავლების დროს, დაიხმარეთ ცოცხალი საგნები ფიზიოლოგიისა და კინეზიოლოგიის ცნებების ახსნის მიზნით. შერეული რეალობით, არაფერი შეგიშლით ხელს თქვენი რეალური გარემოსი და სტუდენტების დანახვაში, ანატომიის ლექციის წაყვანის დროს.

აუგმენტური რეალობა | AR

ახლა თქვენ შეგიძლიათ განიცადოთ ჩამთრევი ტექნოლოგიები თქვენი სურვილისამებრ. ჩვენი მობილური და ტაბლეტის ვერსია აერთიანებს აუგმენტურ რეალობას, სადაც ანატომია ზეგავლენას ახდენს თქვენს რეალურ გარემოზე. ამის გაკეთება ძალიან ადვილი და ძალიან სახალისოა!

სიარულის გამოცდილება

მაქსიმალურად გაზარდეთ მოსწავლეთა ინტერესი და გაუადვილეთ მათ თავიანთი უნარების დაუფლება. დაიწყეთ მოდელის ირგვლივ სიარული, შეარჩიეთ და შეამოწმეთ ანატომიური სტრუქტურები ახალი ტიპის რეალობით და იგრძენით აღფრთოვანება. ფეხით მოსიარულე ვირტუალური რეალობის ფუნქციის გამოყენებისას ვერაფერი შეგიშლით ხელს. სწავლება ახლა შეიძლება გახდეს უფრო ეფექტური თქვენი მოსწავლეების სრული ჩართულობით, ყურადღების გაფანტვის გარეშე.

მჯდომარე/ფეხზე მდგომი გამოცდილება

გაქვთ შეზღუდული სივრცე და მაინც გსურთ გამოიყენოთ ვრ? ეს Პრობლემა არ არის. 3D Organon– ის ინტუიციური მომხმარებლის ინტერფეისი გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ თქვენი ვრ კონტროლერები, რომ აამოძრაოთ 3D მოდელი ყველა ღერძზე, სივრცეში და შეცვალოთ საგნის ზომა. თქვენ გექნებათ იგივე გამოცდილება მაშინაც კი, როდესაც იყენებთ ვრ შეზღუდულ სივრცეში.

სხეულის სისტემები

დააჩქარეთ თქვენი სწავლების ეფექტურობა და მიეცით საშუალება თქვენს სტუდენტებს გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა. აჩვენეთ ადამიანის სხეულის სხეულის 15-ვე სისტემა, რომელიც ორგანიზებულია ცალკეული ინტერფეისის ღილაკებში. 3D მოდელების შექმნამ ძვლებიდან კანამდე შეიძლება გახადოს ადამიანის სხეულის შესწავლა უფრო სახალისო.

Ძვლოვანი სისტემა

ანატომია იწყება ჩონჩხის ძვლების შესწავლით. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა აჩვენოთ სტუდენტებს სხეულის ყველა ნაწილი ზუსტი დეტალებითა და ხარისხით, ძვლის რუქისა და სახსრების მოძრაობის მოდულების გამოყენებით. თითოეულ ძვალზე ზედაპირების, საზღვრების, ნაწილების და ღირსშესანიშნაობების სრულად შერჩეული ფერადი რუქების ჩვენება, ყველაზე მარტივი და გასართობი ფუნქცია გახდა.

შემაერთებელი ქსოვილი

შემაერთებელი ქსოვილები ჩონჩხის ანატომიის სწავლების მნიშვნელოვანი დამატებაა. 3D Organon შეიცავს ლიგატების, ხრტილების, გარსების, ფასციის, მენინგეებისა და ბურუსების დეტალურ მოდელებს. მიეცით თქვენს სტუდენტებს უპირატესობა კომპონენტების ღრმა აღქმით, რომლებიც მხარს უჭერენ და აკავშირებენ სხეულის სტრუქტურებს.

კუნთოვანი სისტემა

უკვე ძალისხმევა აღარ არის საჭირო ადამიანის სხეულის კუნთების ფენების წარმოდგენად რომლებიც წარმოდგენილია სიღრმიდან ზედაპირულამდე. თითოეულ კუნთს ახლავს ტექსტი, რომელიც განსაზღვრავს კუნთის წარმოშობას, ჩასმას, სისხლის მიწოდებას, ინერვაციას, მოქმედებას და სხვა მრავალს.

არტერიული სისტემა

გამოიკვლიეთ სისხლძარღვები, რომლებსაც ჟანგბადით მდიდარი სისხლი გადააქვთ ადამიანის სხეულის უჯრედებში. ასწავლეთ თქვენს სტუდენტებს არტერიების განშტოებების შესახებ მარტივად.

ვენური სისტემა

გამოიკვლიეთ სისხლძარღვები, რომლებსად გადააქვთ ჟანგბადით დაცლილი სისხლი ორგანოებიდან და ქსოვილებიდან გულში. აცნობეთ თქვენი სტუდენტები ვენების განშტოების შესახებ შეუფერხებლად.

ლიმფური სისტემა

ასწავლეთ თქვენს სტუდენტებს ლიმფური ცირკულაციის განშტოება და ლიმფური კვანძების მდებარეობა მარტივად და ჩაატარეთ ლექცია შეუფერხებელად. აჩვენეთ ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პათოლოგიური მიკროორგანიზმებისგან დაცვაზე და გაიღრმავეთ თქვენი ცოდნა.

ნერვული სისტემა

გაეცანით მედიცინის ტექნოლოგიების უახლეს სიახლეებს თქვენს სტუდენტებთან ერთად 3D- ში. აჩვენეთ ნერვული სისტემის ყველა მომხიბლავი კომპონენტი ფუნდამენტურიდან უმაღლეს დონემდე. 3D Organon– ის ანატომიის მოდელები ეხმარება სტუდენტებს მიმოიხილონ ნერვული სისტემის სხვა სისტემებთან ურთიერთკავშირი.

გული

გულის სიდიადე სისხლის უწყვეტ ტუმბვაში მდგომარეობს, რომელიც ჩვენი სხეულის მთელ ქსოვილებს მოიცავს. დაინახეთ ამ სასიცოცხლო ორგანოს სტრუქტურა და ფუნქცია. გაიღრმავეთ ცოდნა ფილტვის, კორონარული, სისტემური და რეპროდუქციულ მიმოქცევაში. განავითარეთ თქვენი სწავლება გულის ციკლით და გულის გამტარი სისტემის ჩვენებით. დაასრულეთ ბოჭკოვანი ჩონჩხით, სადაც გულის სარქველებია დაკავშირებული.

სასუნთქი სისტემა

სასუნთქი სისტემა ემსახურება ჰაერის გამტარობას, გაზის გაცვლის სისტემას და ფონაციას. გამოიკვლიეთ და ამოიცანით თქვენს მოსწავლეებთან სხეულის ამ ძირითადი სისტემის სხვადასხვა დაყოფა, სივრცეები, მილები და რეგიონები.

საჭმლის მომნელებელი სისტემა

ჩვენს სხეულს სჭირდება ენერგია ფუნქციონირებისთვის. საჭმლის მომნელებელი სისტემა ახდენს საკვების გარდაქმნად იმ მოლეკულებად, რომლებიც შეიწოვება უჯრედების მიერ. ის ასევე პასუხისმგებელია ნაღვლის წარმოებაზე და ნარჩენების განადგურებაზე. 3D Organon– ით შეგიძლიათ შეისწავლოთ კუჭ -ნაწლავის ტრაქტის კომპონენტები და მისი დამხმარე ორგანოები. გაარკვიეთ მათი ადგილმდებარეობა და დაინახეთ მათი ურთიერთობა სხვა ორგანოთა სისტემებთან, ხერხემლის მალებთან, ფუნქციებთან და სხვა.

Ენდოკრინული სისტემა

ენდოკრინული სისტემა გამოიმუშავებს ჰორმონებს და ნერვულ სისტემასთან ერთად ორგანიზებას უწევს ადამიანის სხეულის ფუნქციებს. გამოიკვლიეთ ორგანოები, რომლებიც ქმნიან ამ სისტემას, დაადგინეთ მათი მდებარეობა და დაადასტურეთ მათი კავშირი სხვა ორგანოებთან და სხეულის სისტემებთან.

Საშარდე სისტემა

საშარდე სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სითხის ბალანსის რეგულირებაში, ნარჩენების გადამუშავებაში და სისხლის წარმოებაში. აჩვენეთ მოსწავლეებს შარდის სისტემის სტრუქტურა და განაგრძეთ მუცლის ღრუსა და მენჯში მილების მდებარეობისა და ორგანოთა ურთიერთობების სიღრმისეული წარმოჩენით.

რეპროდუქციული სისტემა

წარმოაჩინეთ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემები, მათი ადგილმდებარეობა, სხვადასხვა ნაწილების სტრუქტურა და საშარდე და საჭმლის მომნელებელი ტრაქტთან უშუალო კავშირი.

მგრძნობელობათა ორგანოები

აჩვენეთ თქვენს მოსწავლეებს მგრძნობელობათა ორგანოების სტრუქტურა და მათი ფუნქციები, როგორიცაა სუნი, მხედველობა, სმენა, წონასწორობა და გემოვნება, ყველაფერი უწვრილეს დეტალამდე.

ინტეგუმენტარული (კანის) სისტემა

კანი არის ადამიანის სხეულის ყველაზე ვრცელი და შესამჩნევი ორგანო. 3D Organon– ით შეგიძლიათ შეისწავლოთ ორგანოების და ქსოვილების ზედაპირული ანატომია სხეულის თითოეულ რეგიონში.

მოდულები

დააჩქარეთ თქვენი სწავლება და ჩაუყარეთ საფუძველი თქვენს წარმატების. ისარგებლეთ ადამიანის სხეულის 15 სისტემის დემონსტრირების უპირატესობებით, რომლებიც ორგანიზებულია მომხმარებლის ინტერფეისის ცალკეულ ღილაკებში. 3D მოდელის შექმნა ძვლებიდან კანამდე არასოდეს ყოფილა ასეთი ადვილი.

სისტემებზე დაფუძნებული ანატომია

სისტემურ ანატომიური მიდგომა 3D Organon- ში შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლეებს მიეწოდოთ სხეულის ერთი სისტემის დიდი სურათი. სხეულის სხვა სისტემების დამატება უკვე წარმოჩენილ სცენის ხედზე, ემსახურება სტუდენტების ცოდნის განვითარებას ანატომიური მდებარეობის და კოროლაციის მიმართულებით. ეს მიდგომა სივრცითი ურთიერთობების გამოყენების საწინდარია კლინიკურ მედიცინაში.

ტოპოგრაფიული ანატომია

ასწავლეთ სტუდენტებს ზედაპირის ანატომია, ხაზი გაუსვით რეგიონის სტრუქტურებს, აჩვენეთ ურთიერთობა ანატომიურ სტრუქტურებს შორის და გამოყავით კონკრეტული მოდელები თითოეულ სხეულის რეგიონში. გამოიყენეთ ეს მოდული, რათა უკეთ მოემზადოთ თქვენი ლექციებისთვის და უმალ მიიპყროთ თქვენი აუდიტორიის ყურადღება.

რეგიონალური ანატომია

გამოიკვლიეთ სხეულის რეგიონებზე ან განყოფილებებზე დაფუძნებული ანატომია და ხაზი გაუსვით ურთიერთობას ამ რეგიონის სხვადასხვა სტრუქტურებს შორის (კუნთები და ნერვები და არტერიები და ა.შ). გამოიყენეთ ეს მოდული თქვენი ლექციებისთვის, როდესაც გჭირდებათ სწრაფი სტანდარტული ანატომიის ჩვენება.

მიკროსკოპული ანატომია

წარმოაჩინეთ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და ქსოვილების დეტალური ანატომიური მოდელები მიკროსკოპული მასშტაბით, უნიკალური გზით. ტრადიციულ თხელი ნაჭრების მიკროსკოპიულ მაშტაბზე დაფუძნებულ განათლებას აკლია სიღრმე რაც ამახინჯებს ქსოვილებსა და ორგანოიდებს. 3D Organon– ის სრული სისქის 3D მოდელების ფართო მონაცემთა ბაზა, იძლევა სტრატიფიცირებულ ჰისტოლოგიურ ანალიზს ჭეშმარიტი სიღრმისეული აღქმის უზრუნველსაყოფად და გარდაქმნის სწავლებას და შესწავლას მაღალეფექტურ პროცედურად.

სხეულის მოქმედებები

წარმოაჩინეთ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და ქსოვილების დეტალური ანატომიური მოდელები მიკროსკოპული მასშტაბით, უნიკალური გზით. ტრადიციულ თხელი ნაჭრების მიკროსკოპიულ მაშტაბზე დაფუძნებულ განათლებას აკლია სიღრმე რაც ამახინჯებს ქსოვილებსა და ორგანოიდებს. 3D Organon– ის სრული სისქის 3D მოდელების ფართო მონაცემთა ბაზა, იძლევა სტრატიფიცირებულ ჰისტოლოგიურ ანალიზს ჭეშმარიტი სიღრმისეული აღქმის უზრუნველსაყოფად და გარდაქმნის სწავლებას და შესწავლას მაღალეფექტურ პროცედურად.

ძვლის რუქა | ღირსშესანიშნაობები

სტუდენტები აყალიბებენ თავიანთ არსებით ცოდნას ანატომიაში ღერძული და აპენდიკულური ჩონჩხის ძვლებიდან. 3D Organon- ის ძვლის რუქის მოდული გთავაზობთ სხეულის თითოეული ძვლის ფერის რუქას, რომელიც ორგანიზებულია ნაწილებად, საზღვრებად, ზედაპირებად და ღირსშესანიშნაობებად. ეს მოდული აღწერს 3500 -ზე მეტ ძვლის მახასიათებელს და ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც წარმოდგენილია მიმზიდველი ფერებითა და მინიშნებებით. სიღრმისეული დეტალების სწავლება, სასიამოვნო გამოკვლევად გარდაიქმნება.

განმსაზღვრელი შეფასება | ამოცანა

უკვე დროა დადგეს გაფართოებული სამედიცინო განათლების სასწავლო გეგმა უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ანატომიის სწავლებისა და შესწავლისთვის. შეამოწმეთ თქვენი სტუდენტების ცოდნა, ანატომიური სტრუქტურების იდენტიფიცირებისას კლინიკური ანატომიის USMLE სტილის ინტერაქტიული განმსაზღვრელი შეფასებით. ამოცანის მოდული გთავაზობთ შეფასების ინოვაციურ მეთოდს, სადაც სტუდენტებმა 3D სივრცის მოდელი უნდა გამოიკვლიონ და აირჩიონ სწორი პასუხი. მოდელი აუმჯობესებს შესწავლის შესაძლებლობებს მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის, რომ მათ გამოსცადონ მიღწეული შედეგი, აკონტროლონ სასწავლო პროცესი და მიიღონ მიმდინარე უკუკავშირი, რათა საბოლოოდ მიაღწიონ საუკეთესო სასწავლო შედეგს. 3D Organon არის ერთადერთი პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს სხეულის მოქმედებებს ყველა დრ გამოცდილებაში (ვრ, არ და შრ).

გვამის სურათები

ახლა თქვენ უკვე შეგიძლიათ გადალახოთ შეზღუდული რაოდენობის გვამის პრობლემა თქვენს ლაბორატორიაში. გაამდიდრეთ თქვენი ანატომიის კურსები დამატებითი სასწავლო მასალით, რეალური დისექციის სურათებით. გამოიკვლიეთ ასობით გვამური სურათი, გაეცანით სხეულის ყველა სისტემებს და სტრუქტურებს და დაუკავშირეთ ისინი მათ 3D მოდელებს. მონიშნეთ სტრუქტურა, დაადგინეთ და დაასახელეთ იგი და დაამტკიცეთ თქვენი ცოდნა ანატომიურ კავშირებში. ისიამოვნეთ ყველაზე ინტერაქტიული გამოცდილებით, თქვენ იგრძნობთ რომ ხართ დისექციის ლაბორატორიაში, რეალურ სამყაროში.

კლინიკური კავშირი

მიეცით თქვენს სტუდენტებს საშუალება გაეცნონ სხეულის სისტემებში ორგანიზებული საერთო კლინიკური კავშირით. მოდული საშუალებას გაძლევთ სწრაფად მიიღოთ წვდომა არსებულ ცოდნაზე ფართო სპექტრის პათოლოგიებზე. სტუდენტის სწავლის გამოცდილება გაუმჯობესებულია კლინიკური კავშირის დასაბუთებით, ანატომიასთან ერთად.

მრავალი სამუშაო ადგილი

ძალიან სწრაფი წვდომისათვის, გადადით 3D მოდელების სამ სხვადასხვა ეკრანზე. ეს ფუნქცია შესაძლებელს ხდის სწავლის დროს შეუფერხებელ გადასვლას სხეულის შესაბამის რეგიონებს შორის. ხელმისაწვდომია კომპიუტერის და ტაბლეტის შეთავაზებებში.

მრავალრიცხოვანი გარემო

მიგაჩნიათ სწავლა იმავე ფონურ ფერებში შემზღუდავი? ახლა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ის ფონი, რომელიც თქვენს სწავლების სტილს უფრო შეეფერება. თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ ოთხ სხვადასხვა გარემოში ვრ– ში (სასწავლო ოთახი, ნათელი, ბნელი და თქვენი რეალური გარემო შერეული რეალობის რეჟიმში). მუქი და ნათელი ინტერფეისის არჩევანი ხელმისაწვდომია კომპიუტერი, მობილურისა და ტაბლეტის ვერსიებში. მუქი და ნათელი მომხმარებლის ინტერფეისებს შორის გადართვა მოსახერხებელია თქვენს ეკრანზე გარეგნობისა და კონტრასტის გასაუმჯობესებლად.

ხედის გადართვა

სწავლების დროს აუცილებელია შეინარჩუნოთ შეუფერხებელი გადასვლა დემონსტრაციებს შორის. 3D Anatomy ხედის გადართვის მოდულით, ახდეს მოსახერხებელ გადასვლას ანატომიის მოდელების წინა, უკანა, ზედა, ქვედა და გვერდით ხედებს შორის. ასევე, ნებისმიერი 3D მოდელის ცენტრირება შეგიძლიათ უბრალოდ, ღილაკის დაჭერით. ხელმისაწვდომია კოკმპიუტერის, მობილური და ტაბლეტების ვერსიებში.

მრავალ მომხმარებლიანი ჯვარედინი პლატფორმის ლექციები

მრავალ მომხმარებლიანი ჯვარედინი პლატფორმის დანერგვით, 3D Organon ისწრაფვის გახდეს სამედიცინო განათლების ინოვატორი. მოდული საშუალებას აძლევს პედაგოგებს უმასპინძლონ არსებულ ვირტუალურ ოთახებს რეალურ დროში, საკლასო ოთახში ან დისტანციური სწავლებისთვის. საკლასო ოთახის გარეთ სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 3D მოდელების, სურათების, ანიმაციების, ინტერაქტიული ამოცანების და განმარტებების ცოდნის ბაზა საკუთარ მოწყობილობებზე, დამოუკიდებელი სწავლისთვის ნებისმიერი ადგილიდან, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

ინსტრუმენტები

3D Organon აერთიანებს ვრცელ ინსტრუმენტების ნაკრებს, რომელიც დაგეხმარებათ დაეუფლოთ ტექნოლოგიურ შესაძლებობებს თქვენი სასწავლო კლასის დროს.

დანაწევრება

ადამიანის სხეულის დანაწევრება მოგცემთ წარმოდგენას ანატომიურ სტრუქტურებს შორის ურთიერთობაზე. თქვენ შეგიძლიათ დაანაწევროთ 3D მოდელი ნებისმიერი კუთხიდან, რეალურ დროში, დაჭრის ინსტრუმენტის მეშვეობით. კლინიკური და ქირურგიული პროცედურები მარტივად შეიძლება აიხსნას სტუდენტების და პაციენტებისთვის, რადგან სტრუქტურები მოჭრილია ამ მოდულურ მიდგომაზე. ვარიანტი “გაანაწევრე” შექმნის სივრცეებს მოჭრილ სტრუქტურებს შორის, რაც სასარგებლოა ნერვული და სისხლძარღვთა გზების საილუსტრაციოდ.

დიაგრამა

დიაგრამის ინსტრუმენტი ასახავს სხეულის ყველა სისტემის სრულყოფილ რუქას და მათი სტრუქტურის კლასიფიკაციას. ანატომიური სტრუქტურის სრული გაფართოების დროს ნაჩვენებია მთლიანი ნავიგაციის ბილიკი 3D მოდელთან და მის განსაზღვრებასთან ერთად. თქვენ შეგიძლიათ მარტივად გაყვეთ გზას ერთი სტრუქტურიდან მეორეზე და შესთავაზოთ ანატომიური კლასიფიკაციის ექსკლუზიური პრეზენტაცია. ეს მოდული შესანიშნავია სხეულის სისტემაში შიდა დამაკავშირებელი სტრუქტურის “დიდი სურათის” დემონსტრირებისთვის.

2D ხატვა

ანატომიის სწავლება ურთიერთდაკავშირებულია ხატვასთან და რთული ცნებების ახსნასთან. გამოიყენეთ ჩვენი გამორჩეული ხატვის ინსტრუმენტები 3D მოდელებზე, ხატვის ფუნქციით დანამატითი განმარტებებისთვის.

3D ხატვა

3D ხატვის ინსტრუმენტები საშუალებას გაძლევთ მისცეთ გასაქანი თქვენს შემოქმედების უნარს. თქვენი ვრ კონტროლერები არის თქვენი ფუნი და 3D გარემო თქვენი ტილო! აღმოაჩინეთ ისეთივე ძლიერი შესაძლებლობა, როგორც სწავლებისა და შესწავლის ინსტრუმენტებია, ანატომიასა და მედიცინაში.

ძვლის დეზი (ოსტეოფიტები)

წარმოაჩინეთ ძვლის ანთების და ოსტეოართრიტის ეფექტების სიმულაცია ძვლის დეზის ინსტრუმენტების საშუალებით. ეს ინსტრუმენტი ხელსაყრელია იმ ექიმთათვის, რომელთაც სურთ პაციენტებს აუხსნან სახსრების ტკივილის ან შეშუპების მექანიზმები.

სიმსივნის ზრდა

კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნის ზრდა არის რთული პროცესი, რომელიც საბოლოოდ არის დამოკიდებული კიბოს უჯრედების გამრავლებასა და გავრცელებაზე მასპინძელ ქსოვილებში. სიმსივნის ზრდის ინსტრუმენტი შექმნილია იმისთვის, რომ აჩვენოთ კიბოს განვითარება და გავრცელება უშუალოდ ქსოვილებისა და ორგანოების მოდელებზე.

ტკივილის ეფექტი

ტკივილის ეფექტის ინსტრუმენტი გეხმარებათ მოათავსოთ ფერადი მანათობელი სფეროები თქვენთვის სასურველ ანატომიურ სტრუქტურებზე და ორგანოებზე. ეს ეფექტები სასარგებლოა ტკივილის წერტილების ან რეგიონების წარმოჩენისთვის, რომლებიც სწავლების დროს მოითხოვენ მოსწავლეთა ყურადღებას. კლინიკოსები უპირატესობას ანიჭებენ ამ ფუნქციის რესურსებს პაციენტთა განათლების დროს.

შენიშვნები

3D Organon– ში შენიშვნის ჩაწერის ფუნქცია, ქაღალდზე ჩანაწერების შემდგომი ევოლუციაა. ჩაინიშნეთ თქვენი პერსონალური ჩანაწერები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია 3D ანატომიურ სტრუქტურებთან. თქვენი პერსონალური ჩანაწერები ხელს შეუწყობს აქტიურ სწავლებას და გააძლიერებს დეტალების გადმოცემასა და ამ დეტალების მეხსიერებაში შენარჩუნებას.

რენტგენის რეჟიმი

წარმოაჩინეთ მთელი სხეული ან კონკრეტული სტრუქტურები რენტგენის ფორმატით. ამ 3D მოდელის საერთო გარეგნობა მოიცავს ნახევრად გამჭვირვალე ვიზუალიზაციას, რომელიც ჰგავს პოპულარულ სამედიცინო მოდელირებებს. გამოიყენეთ ეს რეჟიმი, როდესაც გსურთ ხაზი გაუსვათ ადგილმდებარეობას, საზღვრებს და სხვა სტრუქტურებთან ურთიერთობას.

მახასიათებლები

გააძლიერეთ თქვენი სწავლება ჯანდაცვის განათლების სფეროში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის საუკეთესო მახასიათებლებით.

ვიდეო გადაღება

3D Organon– ში მუშაობის პროცესის გადაღება დაგეხმარებათ შექმნათ თქვენი ციფრული ანატომიის პრეზენტაციები სწავლებისა და ტრენინგის ლექციებისთვის. ვიდეოები შესაძლებელია დამუშავდეს და გადაეცეს სტუდენტებს, რათა ხელი შეუწყოთ მათ დამოუკიდებელ სწავლის პროცესს.

360o ვიდეო გადაღება

ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის სივრცითი ჩამთრევი გამოცდილება. 360o ვიდეო გადაღების ფუნქციით შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი ინტერაქტიული ანატომიის გამოკვლევა ვიდეო ფორმატში. ვიდეოების დამუშავება შესაძლებელია 360o ვიდეო დამუშავების პროგრამებით და მათი ყურება ვრ სათვალეებით ან მის გარეშე, კომპიუტერებსა და მობილურ მოწყობილობებზე. 360o ვიდეო გამოცდილება ხელს უწყობს სტუდენტების ბევრად უფრო მაღალ ჩართულობას.

ეკრანის ანაბეჭდი

გადაიღეთ თქვენი საყვარელი სცენის სურათები. შეინახეთ და გაუზიარეთ სტუდენტებს.

დისტანციური მიწოდება და სწავლა

გლობალურად, საგანმანათლებლო დაწესებულებები ცდილობენ შეითავსონ სხვადასხვა სახის სწავლების მეთოდები. აღმოაჩინეთ თუ როგორ შექმნათ ონლაინ ვირტუალური საკლასო ოთახები 3D Organon–ს მეშვეობით.მიეცით საშუალება ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მყოფ სტუდენტებს განიცადონ ჩამთრევი 3D ტექნოლოგიები ონლაინ, ვირტუალური საკლასო ოთახების საშუალებით. ვირტუალურ ოთახებში ანატომია პირდაპირ ერთერში არის ნაჩვენები სადაც სტუდენტებს შეუძლიათ დასწრება სხვადასხვა მოწყობილობების მეშვეობით. კამპუსის მიღმა მყოფ სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა 3D მოდელების, სურათების, ანიმაციებისა და განმარტებების მთელ მონაცემთა ბაზაზე საკუთარ მოწყობილობებზე სახლიდან, დამოუკიდებელი სწავლისთვის. პლატფორმა მოიცავს ანატომიური განმარტებების ფართო ცოდნის ბაზას, რომელიც ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე.

მრავალ პლატფორმის მხარდაჭერა

3D Organon სპეციალურად შექმნილია ჯვარედინი პლატფორმების გამოყენების გათვალისწინებით. საკუთარი მოწყობილობის (მსმ) შემოტანის პრინციპზე დაყრდნობით, სტუდენტებს და აკადემიკოსებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი მოწყობილობები, განათლების სფეროში ციფრული ადამიანის ანატომიაზე წვდომისათვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველაზე პოპულარულ ოპერაციულ სისტემებს და მოწყობილობის ტექნოლოგიებს, რომლებიც ერთდროულად გამოიყენება დისტანციური მიწოდების სცენარში.

გამოიყენეთ შემთხვევები

3D Organon– ის მხარდაჭერილი პლატფორმების ფართო სპექტრი საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ თქვენი რესურსებისა და მოთხოვნების საფუძველზე დაყრდნობით, ყველაზე შესაფერისი გამოყენების მიმართულება. პროგრამის დანერგვის მიმართულება მოიცავს პროგრამის გამოყენებას სტუდენტის დამოუკიდებელი სწავლებიდან მცირე ჯგუფურ სწავლამდე, ამფითეატრის ლექციების დაერგვას და პაციენტთა განათლებას. ძალიან ადვილია პროგრამის დანერგვა თქვენი სასწავლო გეგმისა და კურსის მოთხოვნების შესაბამისად. მიიღეთ შთაგონება ყველაზე გავრცელებული გამოყენების შემთხვევების სცენარებით. სტუდენტები იყენებენ 3D Organon– ს ინდივიდუალური დამოუკიდებელი სწავლისთვის (მე –2 ეკრანზე ან კედლის პროექტორზე სარკე ხედვის უნარით). მხარდაჭერილი მოწყობილობები და ოპერაციული სისტემები: კომპიუტერზე მომუშავე ვრ სათვალე (HTC VIVE, Oculus Rift S, Microsoft Mixed Reality), დამოუკიდებელი ვრ სათვალე (Oculus Quest, HTC Focus Plus) ან Windows/Apple Mac დესკტოპი, Apple და Android მობილური და ტაბლეტური მოწყობილობები. სტუდენტების ან პედაგოგების ხელმძღვანელობით მცირე ჯგუფების სწავლება. ლეპტოპი, მობილური ან ტაბლეტი კარგად ემსახურება ამ მიმართულებას. დამატებული რეალობის რეჟიმი შეიძლება გამოყენებულ იქნას ანატომიის გადასატანად რეალურ გარემოში მობილური და პლანშეტის აპლიკაციით. მოდელები შეიძლება ასახული იყოს ადამიანურ სუბიექტებზეც. მასწავლებლის ხელმძღვანელობით დიდი ჯგუფისთვის განკუთვნილი სესია/ლექცია. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვურჩევთ პედაგოგს გამოიყენოს კომპიუტერზე მომუშავე ვრ ან დესკტოპ ის ვერსია. მრავალ მომხმარებლიანი ჯვარედინი პლატფორმა. ვირტუალური საკლასო ოთახის სტრიმინგის მრავალი გზა არსებობს. მაგალითად, მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს 3D Organon– ის ვრ ან დესკტოპის ან ტაბლეტის ვერსია, რომ ჩაატაროს ონლაინ გაკვეთილები სტუდენტებთან. სტუნდეტებს შეუძლიათ შემოუერთდნენ სესიას დაწესებულების ან თავიანთი მოწყობილობებიდან. ონლაინ ვირტუალური გაკვეთილები, სადაც სტუდენტები მონაწილეობენ დისტანციურად საკლასო ოთახის გარეთ და საზღვარგარეთიდან. ანატომიის ლექცია პირდაპირ ეთერშია და სტუდენტები მონაწილეობეს იღებენ ხმოვანი და ტექსტური ჩათის საშუალებით. ვირტუალური საკლასო ოთახის გარეთ, სტუდენტებს აქვთ წვდომა 3D მოდელების, გვამის სურათების, ანიმაციების, ინტერაქტიული ამოცანების და განმარტებების მთელ მონაცემთა ბაზაზე საკუთარ მოწყობილობებზე, სახლიდან დამოუკიდებელლი სწავლისთვის და ცოდნის განმსაზღვრელი შეფასებისთვის. ბიბლიოთეკა გამზადებული ვრ-ის სამუშაო მოწყყობილობებით. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტებს სწრაფად მიიღონ ჩამთრევი ანატომიური განათლება. პაციენტთა განათლება-3D Organon აძლიერებს პაციენტზე ორიენტირებულ მედიცინას, ეხმარება ექიმებს ვიზუალურად აუხსნან პაციენტებს სხეულის სტრუქტურის გარეგნობა, პოზიცია და ურთიერთობა. ეს ამცირებს ცოდნის უფსკრულს პაციენტებსა და ექიმებს შორის და ეხმარება პაციენტებს ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში. საოპერაციო თეატრი – ანატომიის გადახედვა და ხელმძღვანელობა ოპერაციამდე და ოპერაციის დროს. გვამური დისექცია – 3D ორგანონის მოდელები გამოიყენება გვამური ანატომიის შესადარებლად. ეს აძლევს სტუდენტებს პრაიმერს დისექციის ანატომიურ სიბრტყეზე და სტრუქტურებზე. შერეული რეალობის რეჟიმით, თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ 3D მოდელები გვამის ნიმუშებს და ამავდროულად მოახდინოთ დისექცია. კლინიკური უნარები – ანატომიის გადახედვა ფიზიკური გასინჯვის დაწყებამდე და გასინჯვის დროს. თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ზემოაღნიშნული სცენარების კომბინაცია თქვენი მოთხოვნების შესაბამისად. ჩვენი მრავალმხრივი გადაწყვეტილებები შეიძლება ადაპტირდეს თქვენი არსებული ფართის, ბიუჯეტისა და კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.

სრული ეკრანის / ფანჯრის რეჟიმები

სრულეკრანიანი მენიუს შერჩევით თქვენ შეგიძლიათ გააშუქოთ 3D Organon პროგრამის ფანჯარაში თქვენი დესკტოპის ინტერფეისის ყველა მონაკვეთზე, რომელიც მოიცავს Windows / Apple Mac ოპერაციული სისტემის მენიუებსა და ზოლებს. ეს ფუნქცია საკმაოდ დაგეხმარებათ დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგენისას ან პატარა ლეპტოპის ეკრანის გამოყენების დროს.

Მრავალ ენოვანი

პლატფორმა მოიცავს ანატომიური განმარტებების ფართო ბაზას, რომელიც ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე- ინგლისური, ლათინური (ტერმინოლოგია), ტრადიციული და გამარტივებული ჩინური, გერმანული, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, იტალიური, რუსული, უკრაინული, პოლონური, ქართული, ტაილანდური და ბერძნული. დაუკავშირდით 3D Organon დღესვე და მიეცით თქვენს სტუდენტებს უპირატესობა!

English

3D Organon is a multi-award-winning software specializing in medical and healthcare education. 3D Organon is a cutting-edge anatomy learning platform, available to Virtual Reality (VR), Mixed Reality (MR), Augmented Reality (AR), desktop, tablet, and mobile devices. It proudly serves the global market and its extensive knowledge-base of anatomical definitions is available into 15 languages. 

3D Organon apps are well established in over 70 countries and have got thousands of downloads across all platforms. Hundreds of prestigious institutions, such as universities, hospitals, military units, associations, museums, libraries, and high schools are using 3D Organon for teaching and training. It outstrips its competitors. Not only is it the first of its kind, but it is also the most advanced Extensive Reality (XR) anatomy platform. 

Our prime solution — 3D Organon VR Anatomy — is the world’s first fully-featured VR and MR anatomy software. It is also the winner of five technology innovation awards and three mentions. It has been featured in keynote speeches of the chairperson of HTC, Cher Wang, and the CEO of Facebook, Mark Zuckerberg. It has been highlighted by leading publications such as Huffington Post, Forbes, Scimex, SBS, Futurism, and others. 

3D Organon applications unfold high-detail 3D models, covering more than 10,000 anatomical structures organized in 15 body systems, and over 550 detailed animations of body actions of muscles and organs. 

With the multi-user, cross-platform module, 3D Organon aspires to become a game-changer in medical education. This module enables educators to host immersive real-time virtual rooms for students to suit in-campus or remote delivery of anatomy teaching. Away from the classroom, students can access the whole knowledge base of 3D models, images, animations, and definitions on their own devices for self-directed study from home. 

The 2021 edition of 3D Organon features four different environments, microscopic anatomy models, clinical anatomy USMLE-style quizzes/formative assessments, cadaveric images, AR mode, bone mapping of anatomical landmarks, slicing and pathological tools, X-ray mode, 3D painting, 360o video capture, and many more.

Latin

The knowledge-base of anatomical terms in 3D Organon is translated into latin anatomical terminology. A dual terminology system is implemented to visualize anatomical terms in two languages at the same time.

简体中文

3D Organon是一款着重于医疗与保健教育并多次获奖的软件。3D Organon 是富有前瞻性的解剖学习平台,可以支援虚拟现实(VR)、混合现实(MR)、增强现实(AR)、台式机、笔记本、平板电脑及手机。引以为傲的是他服务于全球市场,丰富的解剖学数据库可支援15种语言。

 3D Organon已有数千用户下载并广泛使用于七十几个国家,数百个著名单位均在教学与训练上使用3D Organon,包括各大医院、公会、大学、中学、军事单位、博物馆、图书馆…等。这遥遥领先了其他竞争者,因为这是一款最先进的扩展现实(XR)解剖平台。

3D Organon 的初衷-虚拟现实解剖学-是世界第一个支援虚拟现实及混合现实的软体,同时也得到五项创新技术奖。HTC董事长王雪红女士及Facebook创始人马克·扎克伯格先生都在演讲中分享过3D Organon的价值。而知名出版报导如哈芬登邮报、富比士杂志、Scimex、韩国SBS、Futurism等皆大力报导。

3D Organon 软体可以显示详细的VR模型,涵盖15个人体系统、一万多个解剖构造,以及五百多个肌肉及骨骼等的详细动作。

透过多用户、跨平台模式,3D Organon渴望成为医学教育领域的变革者。此模式能让教学者为学生提供身临其境的虚拟实境教室,能在校园内或远端进行解剖课程互动。离开教室后,学生依然可以透过个人设备登入软件,在家也能持续地学习。

2021年版的3D Organon具有的特色为:四种不同的环境、

显微解剖模型、美国医师执照测验模式、大体图谱、增强实境模式、骨骼解剖标志、切片及病理工具、X光透视模式、3D 绘制、360度VR影片教材制作等。

繁體中文

3D Organon是一款著重於醫療與保健教育並多次獲獎的軟體。3D Organon 是富有前瞻性的解剖學習平台,可以支援虛擬實境(VR)、混合實境(MR)、擴增實境(AR)、桌上型電腦、平板電腦及手機。引以為傲的是他服務於全球市場,豐富的解剖學資料庫可支援15種語言。

 3D Organon已有數千用戶下載並廣泛使用於七十幾個國家,數百個著名單位均在教學與訓練上使用3D Organon,包括各大醫療院所、公會、大學、中學、軍事單位、博物館、圖書館…等。這遙遙領先了其他競爭者,因為這是一款最先進的延展實境(XR)解剖平台。

3D Organon 的初衷-虛擬實境解剖學-是世界第一個支援虛擬實境及混合實境的軟體,同時也得到五項創新技術獎。HTC董事長王雪紅女士及Facebook創始人馬克·祖克柏先生都在演講中分享過3D Organon的價值。而知名出版報導如哈芬登郵報、富比士雜誌、Scimex、韓國SBS、Futurism等皆大力報導。

3D Organon 軟體可以顯示詳細的VR模型,涵蓋15個人體系統、一萬多個解剖構造,以及五百多個肌肉及骨骼等的詳細動作。

透過多用戶、跨平台模式,3D Organon渴望成為醫學教育領域的創新者。此模式能讓教學者為學生提供身臨其境的虛擬實境教室,能在校園內或遠端進行解剖課程互動。離開教室後,學生依然可以透過個人設備登入軟體,在家也能持續地學習。

2021年版的3D Organon具有的特色為:四種不同的環境、顯微解剖模型、美國醫師執照測驗模式、大體圖譜、增強實境模式、骨骼解剖標誌、切片及病理工具、X光透視模式、3D 繪製、360度VR影片教材製作等。

Deutsch

3D Organon ist eine mehrfach preisgekrönte Software, die auf medizinische und gesundheitliche Ausbildung spezialisiert ist. 3D Organon ist eine hochmoderne innovative Anatomie-Lernplattform, die für Virtual Reality (VR), Mixed Reality (MR), Augmented Reality (AR), Desktop, Tablet und mobile Geräte verfügbar ist. Wir sind stolz darauf, mit ihr den globalen Markt zu bedienen. Ihre umfangreiche Wissensdatenbank mit anatomischen Definitionen ist in 15 Sprachen verfügbar.

3D Organon-Apps sind mittlerweile in über 70 Ländern bestens bekannt und wurden tausende Male über alle Plattformen hinweg heruntergeladen. Hunderte von angesehenen Institutionen wie Universitäten, Krankenhäuser, Militäreinheiten, Verbände, Museen, Bibliotheken und Hochschulen setzen 3D Organon für Lehre und Ausbildung ein. Damit übertrifft sie ihre Konkurrenten bei weitem. Sie ist nicht nur die erste Software ihrer Art, sondern auch die fortschrittlichste Extensive-Reality-(XR)-Anatomieplattform.

Unsere voll umfassende Version – 3D Organon VR Anatomy – ist die weltweit erste mit allen Funktionen ausgestattete VR- und MR-Anatomiesoftware. Sie ist außerdem Gewinnerin von fünf Technologie-Innovationspreisen und drei weiteren Auszeichnungen. Sie wurde in den Keynote Speeches des Vorsitzenden von HTC, Cher Wang, und des CEO von Facebook, Mark Zuckerberg, vorgestellt. Zudem wurde sie von führenden Publikationen wie Huffington Post, Forbes, Scimex, SBS, Futurism und anderen in den Mittelpunkt gerückt.

3D Organon-Anwendungen zeigen sehr detaillierte 3D-Modelle, die mehr als 10.000 anatomische Strukturen, die in 15 Körpersystemen angeordnet sind, und über 550 detaillierte Animationen von Körperaktionen von Muskeln und Organen umfassen.

Mit dem Multi-User-Cross-Platform-Modul setzt 3D Organon alles daran, zu einem wegweisenden Akteur in der medizinischen Ausbildung zu werden. Dieses Modul ermöglicht es Dozenten, immersive virtuelle Echtzeit-Räume für Studenten zu hosten, um den Anatomieunterricht auf dem Campus oder aus der Ferne abzuhalten. Außerhalb des Seminarraums können die Studenten auf ihren eigenen Geräten auf die gesamte Wissensdatenbank mit 3D-Modellen, Bildern, Animationen und Definitionen zugreifen, um von zu Hause aus autonom und selbstbestimmt zu lernen.

Français

3D Organon est un logiciel multi-primé spécialisé dans l’éducation médicale et la santé. 3D Organon est une plate-forme d’apprentissage de l’anatomie de pointe, disponible pour la réalité virtuelle (VR), la réalité mixte (MR), la réalité augmentée (AR), les ordinateurs de bureau, les tablettes et les appareils mobiles. Il sert fièrement le marché mondial et sa vaste base de connaissances sur les définitions anatomiques est disponible en 15 langues.

Les applications 3D Organon sont bien établies dans plus de 70 pays et ont obtenu des milliers de téléchargements sur toutes les plateformes. Des centaines d’institutions prestigieuses, telles que des universités, des hôpitaux, des unités militaires, des associations, des musées, des bibliothèques et des lycées utilisent 3D Organon pour l’enseignement et la formation. Il devance ses concurrents. Non seulement c’est la première du genre, mais c’est aussi la plateforme d’anatomie Extensive Reality (XR) la plus avancée.

Notre solution principale – 3D Organon VR Anatomy – est le premier logiciel d’anatomie VR et RM complet au monde. Il est également lauréat de cinq prix d’innovation technologique et de trois mentions. Il a été présenté dans les discours liminaires du président de HTC, Cher Wang, et du PDG de Facebook, Mark Zuckerberg. Il a été mis en évidence par des publications de premier plan telles que Huffington Post, Forbes, Scimex, SBS, Futurism et autres.

Les applications 3D Organon déploient des modèles 3D très détaillés, couvrant plus de 10000 structures anatomiques organisées en 15 systèmes corporels et plus de 550 animations détaillées des actions corporelles des muscles et des organes.

Avec le module multi-utilisateurs et multiplateforme, 3D Organon aspire à changer la donne dans l’enseignement médical. Ce module permet aux enseignants d’héberger des salles virtuelles immersives en temps réel pour les étudiants, adaptées à la prestation sur le campus ou à distance de l’enseignement de l’anatomie. En dehors de la salle de classe, les élèves peuvent accéder à l’ensemble de la base de connaissances des modèles 3D, des images, des animations et des définitions sur leurs propres appareils pour une étude autonome depuis chez eux.

L’édition 2021 de 3D Organon propose quatre environnements différents, des modèles d’anatomie microscopique, des quiz / évaluations formatives d’anatomie clinique de style USMLE, des images cadavériques, un mode AR, une cartographie osseuse de repères anatomiques, des outils de tranchage et pathologiques, le mode rayons X, la peinture 3D, Capture vidéo à 360o et bien d’autres.

Español

Português

Italiano

русский

Українська

Polski

3D Organon to wielokrotnie nagradzane oprogramowanie do edukacji w zakresie nauk medycznych i opieki zdrowotnej. 3D Organon to najnowocześniejsza platforma do nauki anatomii, oferująca rzeczywistość wirtualną (Virtual Reality/VR), mieszaną (Mixed Reality/MR) i poszerzoną (Augmented Reality/AR) na komputerach, tabletach i urządzeniach mobilnych. Z dumą możemy powiedzieć, że 3D Organon obsługuje rynek globalny, a jego obszerna baza wiedzy na temat definicji anatomicznych jest dostępna w 15 językach.

Aplikacje 3D Organon są dobrze znane w ponad 70 krajach i mają tysiące pobrań na wszystkich platformach. Setki prestiżowych instytucji, takich jak uniwersytety, szpitale, jednostki wojskowe, stowarzyszenia, muzea, biblioteki i szkoły średnie, używają 3D Organon do nauczania i szkolenia. Wyprzedzamy konkurencję. Jest to nie tylko pierwsza tego typu platforma, ale także najbardziej zaawansowana platforma anatomiczna typu XR (Extensive Reality).

Nasz główny produkt – 3D Organon VR Anatomy – to pierwsze na świecie w pełni funkcjonalne oprogramowanie do anatomii w trybie VR i MR. Jest ono także zdobywcą pięciu nagród i trzech wyróżnień w kategorii innowacji technologicznych. Zostało ono przedstawione w przemówieniach wprowadzających Cher Wang, prezes HTC oraz Marka Zuckerberga, CEO Facebooka. Pisano o nim na łamach czasopism takich jak, m.in. Huffington Post, Forbes, Scimex, SBS czy Futurism.

Aplikacje 3D Organon ukazują bardzo szczegółowe modele 3D, obejmujące ponad 10 000 struktur anatomicznych zorganizowanych w 15 układach ciała oraz ponad 550 szczegółowych animacji czynności ciała, mięśni i narządów.

Dzięki swojej wieloplatformowości i dostępności jednocześnie dla wielu użytkowników, 3D Organon ma aspiracje stać się przełomem w edukacji medycznej. Oprogramowanie umożliwia nauczycielowi tworzenie wirtualnych pokoi w czasie rzeczywistym, dostosowanych do nauczania anatomii na terenie kampusu lub na odległość. Studenci mogą uzyskać dostęp do całej bazy modeli 3D, obrazów, animacji oraz definicji z dala od sali wykładowej, na własnych urządzeniach podczas samodzielnej nauki w domu.

Edycja 3D Organon z 2021 roku zawiera cztery różne środowiska, mikroskopowe modele anatomiczne, testy/zadania z anatomii klinicznej w stylu egzaminów USMLE, zdjęcia anatomiczne, tryb AR, mapowanie punktów kostnych, narzędzia do tworzenia wycinków i zmian chorobowych, tryb rentgenowski, malowanie 3D, wideo 360° i wiele innych.

ქართული

3D Organon არის მრავალი ჯილდოს მფლობელი პროგრამა, რომელიც სპეციალიზირებულია სამედიცინო და ჯანდაცვის განათლების სფეროში. 3D Organon არის ლიდერი ანატომიის სასწავლო პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ვირტუალური რეალობის (VR), შერეული რეალობის (MR), აუგმენტური რეალობის (AR), კომპიუტერის, ტაბლეტისა და მობილური მოწყობილობებისთვის. იგი ამაყად ემსახურება მსოფლიო ბაზარს და მისი ფართო ანატომიური განმარტებების ცოდნის ბაზა ხელმისაწვდომია 15 ენაზე.

3D Organon-ის აპლიკაციები მყარად არის დამკვიდრებული 70-ზე მეტ ქვეყანაში და აქვს ათასობით ჩამოტვირთვა  ყველა პლატფორმაზე. ასობით პრესტიჟული დაწესებულება, როგორიცაა უნივერსიტეტები, საავადმყოფოები, სამხედრო ნაწილები, ასოციაციები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და საშუალო სკოლები, იყენებენ 3D Organon- ს სწავლებისა და ტრენინგისთვის. პროგრამა წინ უსწრებს კონკურენტებს. იგი არა მხოლოდ პირველია თავისი ფორმატით, არამედ ის არის ყველაზე მოწინავე ფართო რეალობის (XR) ანატომიური პლატფორმა.

ჩვენი მთავარი პროდუქცია – 3D Organon VR Anatomy – არის მსოფლიოში პირველი სრულყოფილი ვირტუალური რეალობის (VR) და შერეული რეალობის (MR) ანატომიური პროგრამა. იგი ასევე არის ხუთი ტექნოლოგიური ინოვაციის ჯილდოს გამარჯვებული და სამჯერ არის პატივცემულად ნახსენები. პროგრამა ნაჩვენებია HTC- ის თავმჯდომარის, ჩერ ვანგისა და Facebook- ის გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის მთავარ სიტყვით გამოსვლებში. პროგრამა მოიხსენიეს წამყვანმა გამოცემებმა, როგორიცაა Huffington Post, Forbes, Scimex, SBS, Futurism და სხვ.

3D Organon პროგრამა ასახავს დეტალურ 3D მოდელებს, რიმელიც  ​​მოიცავს 10,0000 ზე მეტ ანატომიურ სტრუქტურას. სტრუქტურები ორგანიზებულია 15 სხეულის სისტემების მიხედვით. პროგრამა ასევე ფარავს 550-ზე მეტ ანიმაციას; კუნთებისა და ორგანოების მოქმედებას.

მრავალ მომხმარებელიანი, გადაჯვარედინებული პლატფორმიანი მოდულით, 3D Organon ისწრაფვის გახდეს ინოვაციური, წამყვანი პროდუქტი სამედიცინო განათლების სფეროში. პროგრამის არსებული მოდული საშუალებას აძლევს პედაგოგებს, უმასპინძლონ სტუდენტებს რეალურ დროში, ვირტუალურ ოთახებში, რომლებიც მოერგება ანატომიის სწავლებას უნივერსიტეტში ან ლექციის დისტანციურ მიწოდებას. საკლასო ოთახებიდან მოშორებით, მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ 3D მოდელების, სურათების, ანიმაციების და განმარტებების ბაზა საკუთარ მოწყობილობებზე სახლიდან გაუსვლელად, როგორც ლექციის ასევე თვითმართვადი სწავლის სახით.

3D Organon– ის 2021 წლის გამოცემაში წარმოდგენილია ოთხი სხვადასხვა გარემო, მიკროსკოპული ანატომიის მოდელები, კლინიკური ანატომიის USMLE სტილის ამოცანები და განმსაზღვრელი შეფასებები, კადავერული/გვამის სურათები, აუგმენტური რეალობის რეჟიმი, ანატომიური ღირშესანიშნაობების ძვალზე მონიშვნებით, დანაწევრების და პათოლოგიური საშუალებები, რენტგენის რეჟიმი, 3D ხატვა, 360o ვიდეო გადაღება და მრავალი სხვა.

ไทย

Ελληνικά

Το 3D Organon είναι μια πολυβραβευμένη εφαρμογή με επίκεντρο τον τομέα της ιατρικής και παραϊατρικής εκπαίδευσης. Eίναι μια σύγχρονη πλατφόρμα εκμάθησης του γνωστικού αντικειμένου της ανατομίας, διαθέσιμη σε όλες τις τεχνολογίες όπως, Virtual Reality (VR), Mixed Reality (MR), Augmented Reality (AR), υπολογιστές (Windows & macOS), tablet και κινητές συσκευές (smartphone).

Με κύριο γνώμονα τo 3D Organon VR Anatomy, αποτελεί την πρώτη και πληρέστερη εφαρμογή ανατομίας σε περιβάλλοντα Virtual Reality (VR) και Mixed Reality (MR) παγκοσμίως. Με σημαντικό προβάδισμα έναντι των ανταγωνιστών της στο οικοσύστημα Extensive Reality (XR), δεν είναι τυχαίο ότι έχει αποσπάσει πέντε βραβεία τεχνολογίας και καινοτομίας καθώς και τρείς διακρίσεις. Έχει δε εγκωμιασθεί σε ομιλίες σημαντικών προσώπων, όπως αυτή της προέδρου της HTC, Cher Wang, και του Διευθύνοντος Συμβούλου του Facebook, Mark Zuckerberg. Έχει επίσης προβληθεί από κορυφαίες εκδόσεις όπως οι Huffington Post, Forbes, Scimex, SBS, Futurism και άλλες.

Οι εφαρμογές 3D Organon έχουν ήδη καθιερωθεί σε περισσότερες από 70 χώρες. Η ευρύτατη βάση δεδομένων της σε ανατομικούς όρους και ορισμούς διατίθεται σε 15 γλώσσες για να εξυπηρετήσει υπεύθυνα την παγκόσμια αγορά. Εκατοντάδες αναγνωρισμένα ιδρύματα, όπως πανεπιστήμια, νοσοκομεία, στρατιωτικές μονάδες, οργανισμοί, μουσεία, βιβλιοθήκες και σχολεία ήδη χρησιμοποιούν την εφαρμογή 3D Organon για εκπαιδευτικούς και επιμορφωτικούς λόγους.

Τα 3D μοντέλα που υποστηρίζει είναι εξαιρετικής σαφήνειας και καλύπτουν περισσότερες από 10.000 ανατομικές δομές, οργανωμένες στα 15 συστήματα του σώματος, 550 λεπτομερείς κινούμενες ανα-παραστάσεις των κινήσεων των αρθρώσεων, των μυών και οργάνων.

Με κινητήρια δύναμη την δυνατότητα multi-user και cross-platform, το 3D Organon εκμηδενίζει τις αποστάσεις, αλλάζοντας ριζικά τα δεδομένα στον τομέα της ιατρικής εκπαίδευσης. Γίνεται ένα αποτελεσματικό εκπαιδευτικό πλεονέκτημα αφού, όχι μόνο διευκολύνει αλλά και αναβαθμίζει την ποιότητα διδασκαλίας-μάθησης, καλύπτοντας τις σύγχρονες ανάγκες για διά ζώσης και εξ’ αποστάσεως εκπαίδευση.

Οι εκπαιδευτικοί έχουν την δυνατότητα, σε πραγματικό χρόνο, να δημιουργήσουν ένα συναρπαστικό περιβάλλον Εικονικής Πραγματικότητας (Virtual Reality) στο οποίο θα διδάξουν το μάθημα της ανατομίας σε μαθητές/φοιτητές από/σε όποιο σημείο αυτοί και να βρίσκονται. Εκτός της αίθουσας διδασκαλίας και μέσω των δικών τους συσκευών, έχουν δυνατότητα πρόσβασης σε ολόκληρη τη βάση δεδομένων, αποτελούμενη από τρισδιάστατα μοντέλα, κινούμενες εικόνες (animations), ανατομικούς ορισμούς, αλλά και πολλές άλλες λειτουργίες και εργαλεία τα οποία μετατρέπουν τη μαθησιακή διαδικασία στην πλέον ενδιαφέρουσα, διαδραστική γνωστική εμπειρία. Παράλληλα, οι σπουδαστές μυούνται στην διερευνητική μάθηση με τεράστια οφέλη τόσο στο παραγόμενο μαθησιακό αποτέλεσμα  όσο και στην καλλιέργεια αυτονομίας του σπουδαστή.

To 3D Organon περιλαμβάνει τέσσερα διαφορετικά περιβάλλοντα εργασίας, μοντέλα μικροσκοπικής ανατομίας, ερωτήσεις αξιολόγησης τύπου USMLE στην κλινική ανατομία, πτωματικές ανατομικές εικόνες, λειτουργία Επαυξημένης Πραγματικότητας (AR), Bone mapping των ανατομικών Επιφανειών και Σημείων, εργαλεία τομής και εργαλεία παθολογίας, λειτουργία Ακτινογραφίας (Χ-ray), τρισδιάστατα γραφήματα, λήψη βίντεο 360o, και πολλά άλλα.